ჟინვალში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ხუთი – მათ შორის არიან მცირეწლოვნები

ჟინვალში მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე დაიღუპნენ ახალგაზრდა ქალი და მისი 12 წლის ბიჭი, კაცი კი, კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სოფელ ანანურთან მომხდარის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან კი 3 მცირეწლოვანია. 5-ვე მათგანი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს. ექიმის განმარტებით, დაშავებულებს მოტეხილობები აღენიშნებათ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

არსებული ინფორმაციით, ანანურთან, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც მიკროავტობუსი გზიდან, ჟინვალის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავარდა.

შს სამინისტროში “კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიებბა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები