ყაზბეგის მერის დავალებით, სოფლის რწმუნებულებმა მრავალშვილიან ოჯახებს, ხანდაზმულებსა და შშმ პირებს შობა-ახალი წელი მიულოცეს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის დავალებით, სოფლის რწმუნებულებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, მრავალშვილიან ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობებისა მქონე პირებსა და ხანდაზმულებს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზბეგის მერია ავრცელებს.
„ოთხი და მეტი შვილის აღზრდა გმირობის ტოლფასია, დიდი დამსახურება ჩვენი რაიონისა და ქვეყნის წინაშე. მინდა თითოეულ თქვენგანს მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, ხვავი და ბარაქა ვუსურვო” –
განაცხადა გუდაურის რაიონის რწმუნებულმა გელა ფიცხელაურმა.