გორის მერიამ საბავშვო ბაღებში საახალწლო პროდუქტების დარიგება დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ბაღებში საახალწლო პროდუქტების დარიგება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
„რამდენიმე სააღმზრდელო დაწესებულებაში სურსათის გაცემის პროცესს გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი ესწრებოდნენ.
საახალწლო პაკეტები, რომელიც არამალფუჭებადი პროდუქტებისგან შედგება, გორის მუნიციპალიტეტის 64 ბაღის აღსაზრდელების ოჯახებზე გადანაწილდება.
პროდუქტის გაცემა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და დადგენილი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.