ზესტაფონის მერიამ საახალწლო ამანათები დაარიგა

ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილესთან, მალხაზ შერგელაშვილთან ერთად ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს ” ორიონს” ესტუმრა. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა “ორიონის” წარმომადგენლებს დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. სადღესასწაულო ამანათები ვასილ გველესიანმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ცენტრ – ” ცხოვრების მეგზურშიც” მიიტანა.
” ახალი წელი გამორჩეული დღესასწაულია ყველასთვის და განსაკუთრებით პატარებისთვის. საახალწლო განწყობის შესაქმნელად, საჩუქრები მივართვით მათ, ვისაც ჩვენი მზრუნველობა და გვერდით დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ”, – აღნიშნა ზესტაფონის მერმა.
ზესტაფონის მერიის საახალწლო ამანათები, მუნიციპალიტეტის ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლებმა, ასევე სათნოების სახლ „კათარზისის“ წარმომადგენლებმაც მიიღეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები