პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამტრედიაში გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება ჩატარდა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამტრედიაში გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

“ქალაქის ცენტრალურ პარკში მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდა, ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყო სანტების საახალწლო მსვლელობა. ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.

სააღამო მუსიკალური ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები“-ს კონცერტით დასრულდა.

საახალწლო ღონისძიებები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, კოვიდ რეგულაციების დაცვით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იმართება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები