ფარავნის უღელტეხილზე ტრაილერების მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ95-კმ104 (ფარავანის უღელტეხილი), ამინდის გაუმჯობესების გამო, შეიცვალა ტრაილერების მოძრაობის რეჟიმი. ნაცვლად 10:00- 18:00 საათებისა, ტრაილერების მოძრაობა თავისუფალია 08:00-20:00 პერიოდში.
ამასთან, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები