ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა საახალწლო ნობათები მიიღეს

ტრადიციულად, წინასაახალწლო დღეებში, ბაგა- ბაღებში რეგისტრირებულ პატარებს ქალაქის მერია ტკბილეულით ასაჩუქრებს. წელს 8000- მდე ბავშვმა მიიღო საახალწლო ამანათი. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
” ახალი წლის დღესასწაული ყველაზე მეტად ბავშვებს ახარებს და ჩვენც , ტრადიციულად, ვეცადეთ კიდევ უფრო გაგვეხარებინა ჩვენი პატარები. ქალაქის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ტკბილეული დავურიგეთ. ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი მინდა ვუსურვო ყველა ბავშვს!”- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
საჩუქრები უკვე დარიგდა ქუთაისის ბაგა- ბაღების გაერთიანებაში შემავალ ყველა საბავშვო ბაღში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები