ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საახალწლო დღეებში ნობათს 150-მდე ოჯახი მიიღებს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საახალწლო ნობათების გაცემა გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ლანჩუთის მერია ავრცელებს.
“ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად, მრავალშვილიან, მარტოხელა, სოციალურად დაუცველ, მოწყვლად ოჯახებში იმყოფებოდა.
ალექსანდრე სარიშვილმა მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცა. ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საახალწლო დღეებში ნობათს 150-მდე ოჯახი მიიღებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.