ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სასაჩუქრე კალათების დარიგება დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ტრადიციულად, საახალწლოდ, 500 ბენეფიციარს სასაჩუქრე კალათებს გადასცემს.
მერიისგან სასაჩუქრე კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს გადაეცემათ.
მერიასთან ერთად, სასაჩუქრე კალათებს მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მშობლებსა და დედ-მამით ობლებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის ბიუროც გადასცემს.
ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ აღნიშნული სასაჩუქრე კალათები დღეს ოთხ მრავალშვილიან ოჯახს გადასცეს.