საგარეჯოს მერის ინიციატივით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ყველა აღსაზრდელს საჩუქრები გადაეცა

 

საგარეჯოს მუნიციპალიეტის მერის – ავთანდილ გულიკაშვილის ინიციატივით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ყველა აღსაზრდელს საახალწლო საჩუქრები გადაეცა. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს. 

მათი ცნობით, ავთანდილ გულიკაშვილი, საკრებულოს თავჯდომარე-ალექსი გილაშვილთან ერთად ბაღებს ესტუმრა, საახალწლო ღონისძიებებს დაესწრო, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ბავშვებს ტკბილეული თავად გადასცა.

“ ჩემი მიზანია, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წარიმართოს კომფორტულ და შესაბამის გარემოში, ამისათვის მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და აქვე მინდა გავაჟღერო სასიხარულო ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან ყველა ბაღს ახალი – თემატური სათამაშოების კოლექციები შეემატება.

ბავშვის გონებრივი განვითარებისა და შემეცნებითი აქტივობებისთვის აუცილებელია სათამაშოების მუდმივი განახლება, ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ და ახალი სემესტრიდან აღსაზრდელები ახალ გარემოში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს”, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები