ხობში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა – პატრულმა მძღოლის გადმოყვანა უვნებლად მოასწრო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში ავტომობილი დაიწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომლის გამოყვანაც პატრულის თანამშრომლებმა დროულად მოახერხეს.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ ელექტრობოძებს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. კარის დაზიანების გამო მძღოლი მანქანიდან გადმოსვლას ვერ ახერხებდა, თუმცა პოლიციის ეკიპაჟმა მისი უვნებლად გადმოყვანა მოასწრო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები