UNDP-ის პროექტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტს საჩუქრად ტექნიკა გადაეცა
გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის პროექტის – “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 7 პერსონალური კომპიუტერი,5 პორტატული სკანერი და 2 მულტიფუნქციური პრინტერი გადაეცა – ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული ტექნიკის გადაცემის კოორდინაცია სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ უზრუნველყო.
”5 ლეპტოპი სკანერებთან ერთად მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაეცემათ, ხოლო 2 ლეპტოპი და მულტიფუნქციური პრინტერი კი მერიას.
ტექნიკური აღჭურვილობა ადმინისტრაციულ ერთეულებს თანამედროვე სერსვისის დანერგვასა და განვითარებაში დაეხმარება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, პროექტში ჩართულ მხარეებს მადლობას უხდის და შემდეგი მოდერნიზაციისათვის მზაობას გამოხატავს”, – ნათქვამია ინფომრაციაში.