მარტვილში, ტალერის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საჩუქრები გადაეცათ
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტალერის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საჩუქრები გადაეცათ. სკოლის მოსწავლეებს საახალწლო ნობათი ამავე სკოლის მკვიდრმა, ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, მათემატიკოსმა ივლიანე ნაჭყებიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან თორნიკე ჯანაშიასთან ერთად გადასცა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
საახალწლო ნობათის გადაცემის პროცესს მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა და მერის წარმომადგენელი შაკა ნაჭყებია დაესწრო.
პირველკლასელები სტუმრების წინაშე საახალწლო წარმოდგენით წარსდგენენ.