ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ორასამდე აღსაზრდელს საახალწლო საჩუქრები გადასცა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ტარიელ ხულელიძემ, მერიისა და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ცხრა ბაღის, ორასამდე აღსაზრდელს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
„დღეს ყველა ვხარობთ, ყველგან არაჩვეულებრივი, საზეიმო გარემო დაგვხვდა. მინდა თითოეულ პატარას, მათ მშობლებსა და აღმზრდელებს მივულოცო შობა-ახალი წელი.
ბედნიერება, ჯანმრთელობა და ერთიან, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება ვუსურვო.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პატარებს მაქსიმალურად კომფორტული, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო შევუქმნათ“, – განაცხადა ტარიელ ხულელიძემ.
ღონისძიებები პანდემიით გათვალისწინებული ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით ჩატარდა.