თორნიკე რიჟვაძე: 2022 წელს აჭარაში მცხოვრები 200 000 პირი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით ისარგებლებს
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გასული წელი შეაჯამა და აჭარის 2022 წლის გაზრდილ ბიუჯეტსა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა.
2022 წელს აჭარაში მცხოვრები 200 000-მდე პირი ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრაებით ისარგებლებს:
✓ 1 400 სტუდენტი ისარგებლებს სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით
✓ 5 000-ზე მეტი პენსიონერი შეძლებს მიიღოს მედიკამენტების შესაძენად ფინანსური დახმარება
✓ 50 000-ზე მეტი პირი ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებს
აჭარაში მცხოვრებ 12 ოჯახს რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა სხვადასხვა ფართში და ვერ ახერხებდა მის საკუთრებაში გაფორმებას, ბინები საკუთრებაში დაურეგისტრირდებათ.