მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე ბუსტერდოზით აიცრა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოქალაქეთა მესამე დოზით ვაქცინაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს. ბუსტერდოზით უკვე აიცრა მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე. მან ვაქცინაცია ქალაქ მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ჩაიტარა.
„ორი აცრა ჩინური წარმოების „სინოფარმით“ მაქვს გაკეთებული. დღეს კი ბუსტერდოზით – ფაიზერის ვაქცინით ავიცერი.
მინდა, ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ ყველა მაქსიმალურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და ხელი შევუწყოთ ქვეყნის მომავალ განვითარებას,“ – განაცხადა დავით ნოზაძემ.
ცნობისათვის, რეგიონში ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის 5 ცენტრი და სოფლის 22 ამცრელი დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც აცრა მოქალაქეებს „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით შეუძლიათ.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.