ჩემთვის, როგორც მერისთვის, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული დისკუსია, რათა, ერთობლივად ვუპასუხოთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც ოზურგეთში ამ წუთებში მიმდინარეობს.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ოზურგეთელ ექიმებს, პანდემიის პირობებში თავდაუზოგავი შრომისთვის.
„ჩემთვის, როგორც მერისთვის, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული დისკუსია, რათა, ერთობლივად ვუპასუხოთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.
თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, პირდაპირი კომუნიკაცია მექნება მოქალაქეებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან – მინდა სწორედ მათგან მქონდეს სანდო ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება პროგრამა, რომელიც დავსახეთ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვიწევს კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში მუშაობა, რაც ჯერ კიდევ რჩება მთავარ გამოწვევად ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეკონომიკის სისტემებისთვის და მოითხოვს 24-საათიან ბრძოლასა და ჩართულობას. მადლობას ვუხდი ჯანდაცვის პროფესიონალებს, ექიმებს, ექთნებს და ეპიდემიოლოგებს მუხლჩაუხრელი შრომისთვის და თავდადებისთვის – ისინი კვლავ რჩებიან კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე”, – განაცხადა ოზურგეთის მერმა.