გიორგი სურმანიძე: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია რეგიონში სხვადასხვა უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს

ბათუმში, სასტუმრო “ლე მერიდიენში”, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა და სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის, 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმისა და 2021 წლის გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს.
,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია რეგიონში სოფლის განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით სხვადასხვა უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს, რაც საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს ხელი შეუწყოს სოფლის განვითარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციას”, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
საბჭოს სხდომას აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ გვიანიძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები