ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონისა და ხონის მუნიციპალიტეტეტბში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 8 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 8 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,სამართალდარღვევები გამოვლენილია ცაგერის, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონისა და ხონის მუნიციპალიტეტეტბში.

მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 23 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები