გორის მერმა 2021 წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 2021 წელს მიღწეული წარმატებისთვის გორელი სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დააჯილდოვა.
ღონისძიება გორის სპორტის სასახლეში გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიას გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.
2021 წელს წარმატებულ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებსა და გუნდებს მედლები, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და სპორტის განვითარების სააგენტო, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და მომავალშიც გაიმართება.