თელავში, სოფელ ნაფარეულში ადგილობრივები საძოვრის გასხვისებას აპროტესტებენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრის გასხვისებას აპროტესტებს. ადგილობრივების განცხადებით, 5 ჰექტარი მიწის ფართობი, 2 წლის წინ კომპანია “ლოპოტამ” შეიძინა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა განცხადებით, მიწის შეძენაში კომპანიას თელავის ყოფილი მერი შოთა ნარეკლიშვილი დაეხმარა. სოფლის მოსახლეობა იჯარის დაუყონებლივ გაუქმებას ითხოვს.
სოფელ ნაფარეულში მერის წარმომადგენელი იმყოფებოდა. გიორგი ჯიქურიშვილის თქმით, ტერიტორიის გასხვისების შესახებ მისთვის ახლა გახდა ცნობილი და საკითხში გარკვევის შემდეგ კი პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებენ. მისივე განმარტებით, საკითხის გარკვევამდე სოფლის მოსახლეობას შეუძლია ალტერნატიული საძოვრით ისარგებლოს.