დაბა ასპინძისა და მიმდებარე სოფლების სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს
დაბა ასპინძისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების – იდუმალას, ოშორასა და ოთას წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა მიმდნარეობს.
პროექტს, წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოებისთვის 7 მილიონამდე ლარის ინვესტიცია გამოიყო.
აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს.დაბაში არსებული სათავე ნაგებობა და რეზერვუარები კი რეაბილიტაციას საჭიროებს.
მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში მოწეყო 11 კილომეტრამდე ქსელი და აშენდა სრულიად ახალი რეზერვუარი ,ასევე ნაწილობრივ რეაბილიტირდა არსებული რეზერვუარები.
დამატებით, სოფლებისთვის მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემა და რეაბილიტირდება არსებული სათავე ნაგებობა.
პროექტის დასრულების შედეგად დაბა ასპინძისა და აღნიშნული სოფლების მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას.
აღნიშნულ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.