ონში, უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

 

ონის მუნიციპალიტეტის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში საახალწლო გამოფენა – გაყიდვა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
“გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ სხადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილი.
სერგო ხიდეშელმა გამოფენის მონაწილეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა შემოქმედებით საქმიანობაში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები