გორში „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადაეცათ

გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბენეფიცირებს საახალწლო ნობათები გადაეცათ. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
„სასურსათო პაკეტები შეზღუდული შესაძლებლობის პირებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა გადასცა.
საჩუქრების შესაძენად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
აღსანიშნავია, რომ გორის მერია წლებია თანამშრომლობს „კეთიდღეობისა და განვითარების ცენტრთან“. უწყება „სოციალური თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში აფინანსებს ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამებს, სადაც აქტიურად არიან ჩართულები გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები