მცხეთის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამცრელ დაწესებულებებში გაზრდილია ვაქცინაციის მსურველთა მიმართვიანობა. მათ აცრის გაკეთება “ფაიზერის”, “სინოფარმისა” და “სინოვაკის” ვაქცინებით შეუძლიათ.
იმუნიზაციის პროცესს ადგილზე სისტემატურად ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამჯერად, მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რეგიონის კოორდინატორი ბადრი კუკულაძე საგურამოს ამბულატორიაში იმყოფებოდნენ, სადაც სამედიცინო პერსონალისგან კოვიდ-საწინააღმდეგო აცრების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში სულ 12 ვაქცინაციის პუნქტია, მათ შორის მასობრივი იმუნიზაციის 2 ცენტრი ქალაქ მცხეთაში, ხოლო 10 ამცრელი დაწესებულება სოფლის ამბულატორიებში ფუნქციონირებს.
აღნიშნულ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები