ონის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
ონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
“ამ დროისთვის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაწმენდილია როგორც სოფლებამდე მისასვლელი , ისე შიდა საუბნო გზები.
საჭიროების შემთხვევაში გზების წმენდის სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში კვლავ გაგრძელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.