ონის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
ონის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე დავით აღმაშენებლის მოედანზე საზეიმოდ აინთო. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცეს.
წელს, მთავარი ნაძვის ხე განსხვავებული დიზაინით განათდა, ტრადიციულ დეკორაციას სხვადასხვა ილუმინაციები და ციმციმები დაემატა.
“ჩვენი ქალაქი საახალწლოდ ძალიან ლამაზია. დღითიდღე სულ უფრო და უფრო იმატებს საახალწლო განწყობა. მინდა ყველას მოგილოცოთ კარსმომდგარი ახალი წელი, რომლის ლამაზად შემოსვლისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს”, განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგო ხიდეშელმა.