რუსთავში წინასაახალწლო კონცერტები დღეს იწყება

პირველი წინასაახალწლო კონცერტი რუსთავში დღეს გაიმართება. საზოგადოება ,,რუსთავე
ლების” ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით, დღეს, 18.00 საათზე, საახალწლოდ მორთულ, ახლადრეაბილიტირებულ თეატრის სკვერში, რუსთაველებს ჯგუფები: ,,გაგა ფრანი” და , ,,ღამის შოუს ბენდი” უმღერებენ.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები რუსთავში უკვე ჩართულია.

საახალწლო სოფელი ეწყობა ახლადრეაბილიტირებულ კიდევ ერთ პარკში_ ,,ახალგაზრდობის სკვერში”. სწორედ აქ იგეგმება წლევანდელი საახალწლო ღონისძიებების ძირითადი ნაწილის გამართვა.

30 დეკემბერს, საახალწლო სოფელში, საზოგადოება ,,რუსთაველების” მიერ ორგანიზებული, კიდევ ერთი კონცერტი გაიმართება, სადაც რუსთაველებს, დამდეგ ახალ წელს, ,,რეგიონი” და ჯგუფი ,,გუფი ლენდი” მიულოცავენ.

ახალგაზრდობის სკვერში მოწყობილ საახალწლო სოფელში, რუსთავის მერია, სტუმრებს 30 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.
საახალწლოდ გაფორმებულ სკვერში, პატარებს სანტა კლაუსი, საჩუქრები, საბავშვო კონცერტები და უამრავი სიურპრიზი ელოდებათ.

ახალგაზრდობის პარკშივე გაიმართება, საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული საახალწლო კონცერტი 4 იანვარს, სადაც რუსთაველებს, სადღესასწაულო კონცერტის გარდა, სანტა კლაუსი, საახალწლო ბაზრობა, ილუზიონისტების შოუ, კოსტუმირებული წარმოდგენა და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები ელოდებათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები