გოგი მეშველიანი: ბედნიერია ჩვენი ერი, რომ გვყავს უწმინდესი და უნეტარესი, ილია II

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44 წლის იუბილეს ულოცავს.

“ბედნიერია ჩვენი ერი, რომ გვყავს უწმინდესი და უნეტარესი, ილია II.
მსურს მას და სრულიად საქართველოს მივულოცო პატრიარქის აღსაყდრების 44 წლის იუბილე!
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II არის სიკეთის, სიყვარულის, სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცის მაგალითი.
ჩვენს სულიერ მამას ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ!” – განაცხადა გოგი მეშველიანმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები