მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო.

ღონისძიებები 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება. 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
საღამოს საათებში გაიმართება, როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით.

ყველა ღონისძიება კოვიდ რეგულაციების დაცვით იმართება.

უკვე გაიმართა პირველი ღონისძიებები მესტიაში, ტყიბულსა და თელავში.

მესტია

თელავი

ტყიბული

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები