სამცხე-ჯავახეთში კათოლიკურმა მრევლმა ქრისტესშობა იზეიმა
სამცხე-ჯავახეთში კათოლიკურმა მრევლმა ქრისტესშობა იზეიმა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალციხის რაბათის კათოლიკურ, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო ლიტურგიას მღვდელი, ოლეგ ბოიტეხოვიჩი უძღვებოდა. საქართველოს მთავრობის სახელით, ტაძარში შეკრებილ მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ.