დუშეთში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც ღონისძიება გაიმართება, დუშეთია. ამ წუთებში ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 14:00 საათიდან ადგილობრივი მოსახლეობის განწყობაზე სხვადასხვა ანსამბლი და დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლები იზრუნებენ. პატარებს კი თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. ასევე, ადგილზე მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები