პაატა იმნაძე განმარტავს, რატომ ვრცელდება “ომიკრონი” სხვა შტამებთან შედარებით უფრო მარტივად

 

რატომ ხასიათდება კორონავირუსის ახალი შტამი “ომირკონი” სწრაფი გავრცობადობით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, რომ სწრაფი გავრცელება დაკავშირებულია ახალი შტამის უნართან, მარტივად შეაღწიოს ადამიანის უჯრედში.

“ომიკრონი” გამოირჩევა იმით, რომ ის ძალიან ადვილად აღწევს ჩვენ უჯრედში. რომ ემაგრება უჯრედს, ადვილად შედის უჯრედში, ამიტომ რაც უფრო ადვილად შედის უჯრედში მით უფრო ცოტა ვირუსია საჭირო იმისთვის, რომ გამოიწვიოს დაავადება.
შედარება რომ გავაკეთოთ, ციხესიმაგრეს რომ ააშენებ და 10 000 კაციან შეტევას უძლებს მილიონი კაცი თუ მოვიდა ვეღარ გაუძლებს. დაახლოებით მსგავსი ხდება ჩვენ იმუნურ სისტემაში, ვერ ასწრებს ვირუსებთან გამკლავებას და ერთიც რომ გაძვრეს ის უჯრედში ადვილად შეაღწევს. სწორედ ეს არის ადვილად გადაცემა და შესაბამისად სწრაფი გავრცელება”,- აღნიშნავს იმნაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები