გორის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 23-მა დეპუტატმა მიიღო და ახალ ბიუჯეტს 20-მა მათგანმა დაუჭირა მხარი.
წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას არ დასწრებიან საკრებულოს წევრი დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“. მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. დარბაზში დარჩნენ, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ გახარიას გუნდის წევრებს.
ახალი ბიუჯეტი 53 მილიონი ლარით განისაზღვრა. ფინანსური დოკუმენტი დღეს საკრებულოზე გორის მუნიციპალიტეტის მერს არ წარუდგენია. ლადო ხინჩეგაშვილი სხდომას არ ესწრებოდა, რამაც ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია. საკრებულოს წევრები ოპოზიციური პარტიებიდან ასევე არ ემხრობიან მერიასა და საკრებულოში თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდას.
2022 წლის ბიუჯეტზე გორის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულომ იმსჯელა. დღეს კი დოკუმენტი ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებმა დაამტკიცეს.