აბაშის საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
აბაშის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან მაკალათიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ინფორმაცია ”კვირას” საკრებულოს აპარატის უფროსმა გოჩა ხურცილავამ დაუდასტურა.
მისი თქმით, საკრებულომ მიიღო ლევან მაკალათიას განცხადება საკრებულოს წევრის მანდატის ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
ამ დროისთვის, უცნობია, რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი.
ცნობისთვის, მაკალათია 2017-2021 წლებში აბაშის მერის თანამდებობას იკავებდა. 2021 წლის არჩევნების შემდეგ კი აბაშის საკრებულოს დეპუტატი გახდა და რამდენიმე კვირის წინ, ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარედ აირჩიეს.