“ბათუმის ბიუჯეტის 10 მილიონით გაზრდაა შესაძლებელი” – “ნაცმოძრაობის” წევრები არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მერთან შეხვედრას ითხოვენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრა 2022 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სურთ.
“მე წამოვიღე ბიუჯეტი და მინდა, ამ ბიუჯეტით შევიდე მერთან, მინდა ვუთხრა, რომ ამ ბიუჯეტზე შესაძლებელია, ამ 18 მილიონზე კიდევ, დაახლოებით, 10 მილიონის დამატება. “ქართული ოცნება” არ მოდის საკრებულოს სხდომაზე, ცდილობს ტროლ-ბოტებით გავიდეს ფონს და მივიდეს მაისამდე, ამიტომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ეს მავნებლური ბიუჯეტი შევცვალოთ”, – თქვა რეზო ხარაზმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები