ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ღუმელიდან გადმოვარდნილი ნაკვერჩხლის აალებამ გამოიწვია.
მათივე თქმით, შემთხვევის დროს სახლში ოჯახის 2 წევრი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები და სახანძრო ბრიგადები.
შემთხვევა გუშინ, 23 დეკემბერს, დილით მოხდა.