ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 80 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში გამოკვლეული 397 ადამიანიდან კორონავირუსი 80 პირს დაუდასტურდა.
ოკუპირებული აფხაზეთის კოვიდ კლინიკებში, ამ ეტაპზე, 176 პაციენტი მკურნალობს, მათგან 58- ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში “კოვიდ-19” სულ 37 315 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 29 608 პირი, ხოლო გარდაიცვალა 551 პაციენტი.
აღსანიშნავია, რომ 16 დეკემბერს ოკუპირებული სოხუმი რუსეთის მრავალპროფილურმა მობილურმა ჰოსპიტალმა დატოვა. პანდემიის პერიოდში, ქალაქში, სამხედრო საველე ჰოსპიტალი ორჯერ მოეწყო და 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან 13 დეკემბრამდე მოქმედებდა, მანამდე კი 2020 წლის ოქტომბრიდან – 2021 წლის მარტამდე.