ზუგდიდის საკრებულოში კვორუმი ვერ შედგა – ენმ-ს წევრები “მასობრივი შიმშილობის” აქციას უერთდებიან და სხდომას არ ესწრებიან

„ნაციონალური მოძრაობიდან“ ზუგდიდის საკრებულოს წევრის თემურ ბასილაიას განცხადებით, პარტიის წევრები თბილისში „მასობრივი შიმშილობის აქციას“ უერთდებიან, რის გამოც დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრებიან. აღნიშნულის გამო საკრებულოს სხდომაზე კვორუმი ვერ შედგება და შესაბამისად, სხდომაც ვერ ჩატარდება.

„ჩვენ დღეს სოლიდარობის აქციას ვუერთდებით, მივდივართ თბილისში და ვიქნებით მოშიმშილეებთან. ასე რომ, სავარაუდოდ დღეს კვორუმი ვეღარ შედგება და კვორუმის ვერ შექმნის გამო ფაქტობრივად დღევანდელი საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება“, – განაცხადა ბასილაიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები