აქცია ახმეტაში – ბაბანეურის მოსახლეობა მიწის აუქციონზე გატანას და შესაძლო გასხვისებას აპროტესტებს

ახმეტაში მოსახლეობა აქციას მართავს. სოფელ ბაბანეურის მცხოვრებლები საძოვრის აუქციონზე გატანასა და შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ. ადგილობრივები პროცესის შეჩერებას მოითხოვენ.

შეკრებილების თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის მიწას, რომელიც წლებია სოფლის კუთვნილებაა.

აქციის მონაწილეებთან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური მივიდა. მისი განმარტებით, აუქციონზე გატანილი მიწა არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და გადაწყვეტილებას ეკონომიკის სამინისტრო იღებს. თუმცა, მერი მიიჩნევს, რომ ადგილობრივების პროტესტი სამართლიანია და პრობლემების მოსაგვარებლად, კომუნიკაცია აქვს შესაბამის უწყებასთან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები