24 დეკემბრიდან 8 იანვრამდე, საქართველოს ყველა რეგიონში საშობაო ბაზრობები გაიმართება

პრემიერმინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო- გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც საახალწლო ღონისძიება გაიმართება, მესტიის მუნიციპალიტეტია.
ხვალ, 24 დეკემბერს, მესტიაში საახალწლო ღონისძიებები ორ საათზე დაიწყება. მანამდე კი, დღეს, მთელი დღის განმავლობაში, სცენისა და საახალწლო სოფლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.
მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. საღამოს საათებში გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მიწვეული შემსრულებლების კონცერტები.
ღონისძიებები საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება. დაცული იქნება კოვიდრეგულაციები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები