დმანისის მერია: კომუნალური სამსახურის თანამშრომლები ზამთარს ახალი, თბილი ტანსაცმლით შეხვდებიან

დმანისის კომუნალურ სამსახურს ზამთრის სპეცტანსაცმელი შეუძინეს.ინფირმაციას ამის შესახებ დმანისის მერია ავრცელებს.
,,ააიპ დმანისის კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს ყოველდღიურად უწევთ მკაცრი კლიმატის პირობებში ღია ცის ქვეშ მუშაობა. შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის დახმარებით შევიძინეთ ზამთრის თბილი სპეცტანსაცმელი. ჩემი თანამშრომლები ზამთარს ახალი, თბილი ტანსაცმლით შეხვდებიან მადლობა დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას მათზე ზრუნვისთვის”- განაცხადა ააიპ დმანისის კომუნალური სამსახურის უფროსმა, თამაზი ადუაშვილმა.

“დღევანდელი შეხვედრის მთავარ მიზანს არსებული პრობლემების განხილვა და სამომავლო გეგმების ერთობლივად დასახვა წარმოადგენდა. კომუნალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა, გარე-განათების სისტემების მოვლა-პატრონობა, სკვერების, მწვანე ნარგავების გაშენება და ასე შემდეგ. დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მხარდაჭერას უცხადებს და მადლობას უხდის იმ სამუშაოებისთვის, რომლებსაც ისინი მუნიციპალიტეტისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ”,- აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები