თერჯოლის მერი შშმ ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელებს ესტუმრა და საჩუქრები გადასცა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, მოადგილეებთან და ქალაქ თერჯოლის მაჟორიტართან, ელისო მურადაშვილთან ერთად შშმ ბავშვთა სასწავლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის აღსაზრდელებს ესტუმრა, ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცელებს.
,, მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ნათელ მომავალს. თქვენთან სტუმრობა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რადგან ყოველთვის იგრძნობა სითბო, სიყვარული სიკეთე და ბედნიერება. შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს,თქვენში არის ძალიან დიდი შემოქმედებითი პოტენციალი და მოტივაცია. თერჯოლის მერია ხელს შეუწყობს ცენტრში მოსარგებლე ბავშვების ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და თვითრეალიზაციაში დახმარებას.“-აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ორი შშმ ბავშვთა სასწავლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრია, სადაც საერთო ჯამში 26 აღსაზრდელი იღებს განათლებას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები