ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიიდან აცხადებს, რომ კოალიციას არც ერთ პარტიასთან არ ქმნის

ჩხოროწყუს საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე, გახარიას გუნდის წევრი, შოთა წურწუმია,  აცხადებს, რომ კოლიციას არც ერთ პარტიასთან არ გეგმავს და ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან ითანამშრომლებს, ვინც ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს.

”მე მჯერა რომ შეთანხმებული, ქმედითი ნაბიჯებითა და ყველაზე ჯანსაღი აზრისადმი პატივისცემით შევძლებთ ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. სისტემური ალიანსს და კოალიციას არც ერთ პარტიასთან არ ვქმნით. მოგეხსენებათ, ჩვენი პარტია სულ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, გაგვაჩნია ჩვენი პოლიტიკური გზა, იდეოლოგია, რომელსაც მთელი შემართებით ვემსახურებოდით – განაცხადა შოთა წურწუმიამ.

ცნობისთვის, დღეს ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრი აირჩიეს. მის კანდიდატურას “ნაცმოძრაობისა” და “ლელოს” წევრებმა დაუჭირეს მხარი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები