ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრი გახდა. მას მხარი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა “ნაცმოძრაობიდან” და “ლელოდან” დაუჭირეს.

„ქართულმა ოცნებამ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა პარტიის წევრები სხდომას ესწრებოდნენ.

„სხდომის დასაწყისშივე განვაცხადეთ, რომ პარტიები – „გახარია საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ერთმანეთს შეერწყმებოდნენ, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა და ეს კენჭისყრის შედეგითაც დადასტურდა. დაფიქსირდა რეალობა, რომ ეს ორი პარტია ჩხოროწყუს საკრებულოში ერთმანეთთან პირდპირ ალიანსშია“, – აცხადებს ჩწოროწყუს საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ჯანო პერტაია.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები