ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ახალგაზრდულ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ „მუნიციპალურ ახალგაზრდულ ფორუმზე“ ახალგაზრდულ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვეს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
„მუნიციპალურ ახალგაზრდულ ფორუმზე, რომელიც გორში პირველად გაიმართა, ახალგაზრდებმა იმუშავეს ისეთ პროექტებზე, რომელიც მათთვის პრიორიტეტული და საინტერესოა.
ფორუმის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის პირველი პირებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მიიღეს პასუხები მათ მიერ დასმულ კითხვებზე.
ფორუმში აქტიურად ჩაერთვნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.
პროექტში, რომელიც გორის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების“ თანადაფინანსებით განხორციელდა, კონკურსის წესით შერჩეული 75 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
ფორუმს ორი დღის განმავლობაში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მასპინძლობდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.