ზვიად შალამბერიძემ ხარაგაულში დროებითი სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულები მოინახულა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ხარაგაულში დროებითი სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულები მოინახულა.

ზვიად შალამბერიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებში მივიდა და ხარაგაულში დროებითი სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ადამიანები მოინახულა.

ზესტაფონში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში ამ ეტაპზე მკურნალობას 2 დაშავებული გადის. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, საავადმყოფოდან სამი უკვე გაეწრა, 2 კი დამატებითი კვლევებისთვის ქუთაისში გადაიყვანეს. ასევე სტაბილურია სხვა კლინიკებში გადაყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სოფელ ვერტყვიჭალაში, დროებითი სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ათი თანამშრომელი კი დაშავდა. მათ შორის არის, როგორც საქართველოს ასევე, ჩინეთის მოქალაქეები.

აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები