დმანისის მერი საგანმანათლებლო ცენტრში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საგანმანათლებლო ცენტრში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.
“ღონისძიების დასასრულს, ქართული და ინგლისური ენის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები და საახალწლო სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიება კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.