დაიღუპა 1, დაშავდა 6 ადამიანი – საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვერტყვიჭალაში მომხდარზე განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვერტყვიჭალაში, საამქროს ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა. ოფიციალური ინფორმაცია დეპარტამენტმა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
მათი ცნობით, დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურისა და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში და ამ ეტაპზე, არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სამაშველო, სასწრაფო დახმარების სამსახურები. გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები