ხულოში საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
ხულოში საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდის პროეცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 15 ერთეული და ხულოს მუნიციპალური სერვისების 1 ერთეული ტექნიკა ახორციელებს.
“მოსული უხვი ნალექის გამო, ხულოს მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც შტაბის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე უძღვებოდა.
შტაბის წევრებმა სხდომაზე, მუნიციპალიტეტში დიდთოვლობასთან არსებული მდგომარეობა შეაფასეს და გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
ამდროისთვის, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი მეტრამდე, დაბაში 50 სმ-ი, ხოლო, გოდერძის უღელტეხილზე, 1 მეტრი და 20 სმ-ია
მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მოქმედებს ცხელი ხაზი 551 00 52 72”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.